ჩვენს შესახებ

იდეა დიზაინ ჯგუფი დაარსდა 2008 წლის მაისში და ჩვენი მიზანი იყო გავმხდარიყავით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რეგიონში ვებ პროგრამირების, მონაცემთა ბაზებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების სფეროებში.   

ჩვენი უპირველესი ამოცანა, რომელსაც თავი წარმატებით გავართვით, იყო სპეციალისტების შეკრული და ძლიერი ჯგუფის ჩამოყალიბება (მონაცემთა ბაზების ექსპერტები, პროგრამისტები, გის ექსპერტები, კარტოგრაფები, ვებ დიზაინერები).  ხარისხიანი მომსახურებისა და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით, ჩვენ ასევე დავამყარეთ პროდუქტიული და გრძელვადიანი ურთიერთობები ჩვენს დამკვეთებთან.

ჩვენი მომდევნო ნაბიჯებია:  გუნდის და მომსახურების შემდგომი განვითარება და საკუთარი სერიული პროგრამული უზრუნველყოფის და ვებ სერვისების შექმნა, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მთელ მსოფლიოში.

ჩვენი სპეციალიზაცია:  

– IT კონსალტინგი

- დიზაინი & ბრენდინგი

– სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა

– ვებ პროგრამირება

– ვებ დიზაინი

– მობილური აპლიკაციები

– გეოსაინფორმაციო სისტემები (გის)

– კარტოგრაფია

– გის ანალიზი

– სწავლება და ტრეინინგი

– საველე აზომვები და მონაცემთა შეგროვება

 

 

დამატებითი მომსახურება ჩვენი პარტნიორების დახმარებით: 

 

– ბეჭდვა

– ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვები

– დისტანციური ზონდირება (LiDAR - ლაზერული სკანირება, აერო ფოტოგადაღება)

– დაფარული ობიექტების ძიება დეტექტრებისა და გეოფიზიკური რადარების გამოყენებით

– შენობა-ნაგებობების თერმოგრაფიკული კვლევა