სერვისები

კონსალტინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში

ყოველ ორგანიზაციას ახასიათებს უნიკალური ბიზნეს პროცესები და სპეციფიკური მონაცემების მიმოქცევა.  ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გზების პოვნის კუთხით.  

ორგანიზაციის მონაცემთა ტიპის და მოცულობის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და დეპარტამენტებს შორის მონაცემთა ნაკადების ანალიზის შედეგად, ჩვენ ვაყალიბებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მოცემული დამკვეთებისთვის.

ვრცლად

დიზაინი & ბრენდინგი

თანამედროვე მსოფლიოში ბრენდინგი არის ნებისმიერი ბიზნესის, პროექტისა თუ ღონისძიების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობისა და აღქმის უმთავრესი ინსტრუმენტი. ბრენდის სახლმძღვანელოსა და მასზე დაფუძნებული ბრენდული მასალების (როგორიცაა მაგალითად, კორპორატული, პოლიგრაფიული, სარეკლამო და ა.შ.) გამოყენება ნებისმიერი საქმიანობის წარმატების აუცილებელი კომპონენტია.

 

ვრცლად

სპეციალიზებული პროგრამები

სპეციალიზებულ პროგრამული უზრუნველყოფაში ვგულისხმობთ კონკრეტული ამოცანების გადაჭრაზე მორგებულ პროგრამას ან პროგრამების პაკეტს, რომელიც მუშაობს Windows ოპერაციულ სისტემაში.  

ჩვენ გთავაზობთ მონაცემთა ბაზის დაგეგმარებას და მასზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი მონაცემების შეგროვებაში, საიმედოდ შენახვაში, მართვაში, ანალიზში და ანგარიშების სახით წარდგენაში. 

ვრცლად

ვებ პროგრამირება

ვებ პროგრამირების შედეგად შექმნილ პროგრამასთან (აპლიკაციასთან) წვდომა ხდება ინერნეტისა ან ლოკალური ქსელის მეშვეობით - ვებ ბრაუზერიდან.  ვებ პროგრამების პოპულარობა განპირობებულია როგორც პროგრამასთან წვდომის სიმარტივით, ასევე იმით, რომ პროგრამის განახლების შემდეგ, არ არის საჭირო მისი თავიდან ჩაწერა მომხმარებელთა კომპიუტერებზე. 

 

ჩვენ გთავაზობთ მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებულ, ნებისმიერი სირთულის ვებ პროგრამირებას.  ასევე, შესაძლებელია არსებული ვებ პორტალის მოდიფიცირება და განახლება.

ვრცლად

ვებ დიზაინი

ვებ დიზაინის სხვადასხვა ეტაპები მოიცავს ვებსაიტის გვერდების გრაფიკულ დიზაინს, სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინს, ინტერფეისის ოპტიმიზაციასა და ვებსაიტის უშუალო აწყობას.  ვებ დიზაინი ასევე არის კომპლექსური ვებ პროგრამის შექმნის პირველი ეტაპი.

ვებ დიზაინის სერვისი გულისხმობს მარტივი საინფორმაციო ვებსაიტის დაგეგმვასა და შექმნას ან არსებული ვებსაიტის (ან ვებ პროგრამის) დიზაინის მოდიფიცირებას, რაც ასევე საკმაოდ ხშირი ამოცანაა.

ვრცლად

მობილური აპლიკაციები

მობილური აპლიკაცია არის სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისათვის შექმნილი პროგრამა.  ჩვენ ვქმნით როგორც დამოუკიდებლად მომუშავე მობილურ აპლიკაციებს, ასევე მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც დაკავშირებულია არსებულ სამაგიდო ან ვებ აპლიკაციებთან და განავრცობს მათ შესაძლებლობებს ველზე - მონაცემებთან წვდომის ან მათი შეგროვების/რედაქტირების კუთხით.  

დამატებით, ჩვენ ვმუშაობთ პიროვნული და ორგანიზაციების განვითარების საინფორმაციო სისტემის შექმნაზე, რომელიც მოიცავს ვებ პორტალსა და მასზე მიბმულ მობილურ აპლიკაციებს.  აღნიშნული სისტემა დაეხმარება კერძო პირებსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საკუთარი ამოცანების და მონაცემების მართვაში, ანალიზში და განვითარების შემდგომ დაგეგმარებაში.

ვრცლად

გეოსაინფორმაციო სისტემები (გის)

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (გის) არის სისტემა რომელიც გვეხმარება გეოგრაფიული მონაცემების შეგროვებაში, შენახვაში, მართვაში, ანალიზში და ვიზუალურ წარდგენაში.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის სამაგიდო, სერვერულ, ვებ და მობილურ გის გადაწყვეტილებებს მრავალ სფეროში, მათ შორის:  გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობა, ურბანული დაგეგმარება, კომუნალური ქსელები და ინფრასტრუქტურა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და თავდაცვა, ჯანდაცვა და განათლება, სატრანსპორტო ქსელები.

ვრცლად

კარტოგრაფია

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი კვალიფიკაციის კარტოგრაფების მომსახურებას სხვადასხვა სახის რუკების დიზაინისათვის.  შესაძლებელია საბაზო რუკის (ზოგადი რუკა), ფიზიკური რუკის, ტოპოგრაფიული რუკის, ადმინისტრაციული დაყოფის რუკის, საგზაო რუკის ან სხვადასხვა თემატური რუკების შექმნა, რომელიც გამოსახავს კონკრეტული პროექტის მონაცემებს.  

ანალიტიკური რუკების მეშვეობით შეიძლება გის ანალიზის შედეგების წარმოდგენა.

ვრცლად

გის ანალიზი

არსებობს სხვადასხვა ტიპის სივრცითი ანალიზი:  მანძილების (წრფივი ან შეწონილი მანძილი, სეგმენტირება), ტოპოგრაფიული (დახრილობა, ექსპოზიცია, ხილვადობის არეები), ქსელური (უმოკლესი მარშრუტები, მომსახურების ზონები), დროითი (ცვლილებების ასახვა დროში), გეოსტატისტიკური (მონაცემების სივრცითი ინტერპოლაცია) და სხვა.  

გის ანალიზის შედეგების წარდგენა ხდება თემატური რუკების მეშვეობით, რომელიც აჩვენებს მონაცემებს წარწერების, სიმბოლოების, ფერებისა და გრაფიკების დახმარებით.

ვრცლად

ტრენინგები

ჩვენს ექსპერტებს შექმნილი აქვთ სხვადასხვა სასწავლო კურსი გეოსაინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა მართვაში.  დამატებით, ჩვენ ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ყველა ჩვენი პროგრამული პროდუქტისათვის.  

ჩვენ გთავაზობთ:

* რეგულარულ კურსებს, რომლებზეც რეგისტრაციის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;

** კლიენტის მოთხოვნილებებზე მორგებულ შეკვეთილ კურსებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან.

ტრეინინგის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს ოფისში, დამკვეთის ოფისში ან ონლაინ რეჟიმში.

 

ვრცლად

საველე აზომვები და მონაცემთა შეგროვება

მრავალი პროექტის ფარგლებში, აუცილებელია ველზე მონაცემების შეგროვება (ინვენტარიზაცია).  უახლეს ინფორმაციასთან წვდომა, მნიშვნელოვანი ფაქტორია მონაცემების მართვის პროცესის წარმატებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ჩვენ გვყავს ველზე მომუშავე სპეციალისტებისა და მენეჯერების ჯგუფი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ტიპის საველე სამუშაოების დაგეგმვისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.

ვრცლად

სარეკლამო ბანერის განთავსება

  თბილისის ტურისტულ რუკაზე, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე და სასტუმროებში, შესაძლებელია განთავსდეს კომპანიის სარეკლამო ბანერი რომელიც უამრავ ტურისტს ინფორმაციას მიაწვდის ამ კომპანიის სერვისის ან/და პროდუქტის შესახებ. ჩვენი სპეციალური გამოცემების თბილისის რუკები გადაეცემათ  სასტუმრო Radisson Blu Iveria და Museum Hotel-ის სტუმრებს ამიტომ შესაძლებელია თქვენი კომპანიიის პროდუქციის ან/და სერვისის რეკლამირება მოხდეს პრემიუმ კლასის მომხმარებელზე.

ვრცლად

თბილისის რუკა სასტუმროებისთვის

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია დღითი დღე იზრდება. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის მქონე თბილისის ტურისტული რუკა. რუკა გამორჩეულია იმით, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე გატარებულია საფეხმავლო მარშრუტები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყველაზე ლამაზი და თვალთწარმტაცი არ გამოტოვონ ჩვენს ქალაქში მოგზაურობისას. რუკაზე გამოსახული თბილისის ღირსშესანიშნავი შენობები სამგანზომილებიანი ფორმატშია აგებული, რომელიც გარდა იმისა, რომ ვიზუალურად დახვეწილია, ასევე ეხმარება ტურისტს ორიენტაციაში.

ჩვენი თბილისის რუკის შექმნის პროექტზე მუშაობდა გეოგრაფებისა და დიზაინერების გუნდი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის კარტოგრაფიულ სიზუსტესა და ვიზუალურ მიმზიდველობაზე.

ვრცლად