სარეკლამო ბანერის განთავსება

უკან

სარეკლამო ბანერის განთავსება

  იდეა დიზაინ ჯგუფი უკვე 8 წელია წარმატებით საქმიანობს დიზაინის და ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მიზანია შევქმანთ ისეთი პროდუქტები რომელიც ხელს შეუწყობს  ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ამასთან საჭირო და საინტერესო იქნება ტურისტებისთვის და არამარტო. ჩვენი კოპმანიის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობის სფეროა კარტოგრაფია და რუკები. ამ მიზნით შევქმენით თბილისის რუსული და ინგლისურენოვანი ტურისტული რუკა.

  თბილისის ტურისტულ რუკაზე, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე და სასტუმროებში, შესაძლებელია განთავსდეს კომპანიის სარეკლამო ბანერი რომელიც უამრავ ტურისტს ინფორმაციას მიაწვდის ამ კომპანიის სერვისის ან/და პროდუქტის შესახებ.

  ჩვენი ტურისტული რუკები განთავსებულია, რუსთაველის გამზირზე., ლესელიძის ქუჩის., პუშკინის ქუჩის., შარდენის ქუჩის. და ქალაქის ცენტრში მდებარე სხვადასხვა სუვენირებისა და წიგნების მაღაზიებში. გთავაზობთ თქვენი სარეკლამო ბანერის განთავსებას ჩვენს მიერ დამზადებულ თბილისის ტურისტულ რუკებზე, როგორც ჩვენი ბრენდული გამოცემის, ასევე სპეციალური გამოცემების ტირაჟებში.

  ჩვენი სპეციალური გამოცემების თბილისის რუკები გადაეცემათ  სასტუმრო Radisson Blu Iveria და Museum Hotel-ის სტუმრებს ამიტომ შესაძლებელია თქვენი კომპანიიის პროდუქციის ან/და სერვისის რეკლამირება მოხდეს პრემიუმ კლასის მომხმარებელზე.

  სარეკლამო ბანერის განთავსების გარდა თქვენი ლოგოს განთავსება შესაძლებელია რუკის საფუძველზეც ლოკაციის შესაბამისად, რაც უფრო მეტად მიიპყრობს ტურისტის ყურადღებას, რომელიც აღმოჩნდება თქვენს მახლობლად.

  ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პრემიუმ კლასის სასტუმროებთან თბილისის რუკის სპეციალური გამოშვებების დამზადებასთან დაკავშირებით.