თბილისის რუკა სასტუმროებისთვის

უკან

თბილისის რუკა სასტუმროებისთვის

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია დღითი დღე იზრდება. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის მქონე თბილისის ტურისტული რუკა. რუკა გამორჩეულია იმით, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე გატარებულია საფეხმავლო მარშრუტები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყველაზე ლამაზი და თვალთწარმტაცი არ გამოტოვონ ჩვენს ქალაქში მოგზაურობისას. რუკაზე გამოსახული თბილისის ღირსშესანიშნავი შენობები სამგანზომილებიანი ფორმატშია აგებული, რომელიც გარდა იმისა, რომ ვიზუალურად დახვეწილია, ასევე ეხმარება ტურისტს ორიენტაციაში.

ჩვენი თბილისის რუკის შექმნის პროექტზე მუშაობდა გეოგრაფებისა და დიზაინერების გუნდი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის კარტოგრაფიულ სიზუსტესა და ვიზუალურ მიმზიდველობაზე.

ჩვენ პრემიუმ კლასის სასტუმროებს ვთავაზობთ ექსკლუზიურად რუკის სპეციალური გამოცემის მომზადებას. კონკრეტული სასტუმროს რუკის სპეციალური გამოცემა აღჭურვილი იქნება სასტუმროს ბრენდის გარეკანით, ხოლო შიდა რუკის საფუძველზე დაიტანება მისი ადგილმდებარეობის ხაზგასმით მაჩვენებელი, შენობის სამგანზომილებიანი გამოსახულება და ლოგო. ამ შემთხვევაში სრულიად გათვალისწინებული იქნება სასტუმროს მენეჯმენტის ყველა სურვილი და მოთხოვნილება, რაც ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია.